Saturday, February 8, 2014

კითხვები სასკოლო შემაჯამებელი წერისათვის XI კლასი

  1. რა იცით რომანტიზმისა და კონკრეტულად, ქართული რომანტიზმის შესახებ.
  2. გაიხსენეთ ალ. ჭავჭავაძის „ვისაც გსურთ“ , ვის მიმართავს პოეტი?
  3. რა მიზანს ემსახურება რეფრენი და რა როლი აკისრია მას ლექსში „ვისაც გსურთ“, აზუსტებს თუ აბუნდოვნებს სათქმელს?
  4. ალ. ჭავჭავაძის ამ ლექსში უხვადაა ალეგორია, ჩამოთვალეთ და განმარტეთ ისინი.
  5. ალ. ჭავჭავაძის ცხოვრების რომელი ეტაპის გამოძახილია სიტყვები – „განვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას“? („ვაჰ, დრონი, დრონი“)
  6. იმსჯელეთ და განაზოგადეთ შემდეგი ფრაზა: „უსასოდ ყოფას სჯობს ყოფა მკვდარად“ (ვაჰ, დრონი, დრონი“).
  7. გაიხსენეთ ლექსი „გოგჩა“ და იმსჯელეთ, როგორ ზემოქმედებას ახდენს ადამიანზე ნანგრევთა ხილვა და რა ფილოსოფიური მსჯელობა მოჰყვა წარსულის ნაშთზე საუბარს?


  1. როგორია პოეტის განცდები თამარის ფრესკის ხილვისას? („თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“)
  2. რას შესთხოვს პოეტი თამარს და როგორ ესახება პოეტს სამშობლოს აღორძინება?
  3. როგორია ლექსის ლირიკული გმირის განწყობა და დაძებნეთ პარალელები ლექსის სათაურთან „საღამო გამოსალმებისა“
  4. ისაუბრეთ მუხამბაზის, როგორც სალექსო ფორმის შესახებ და განმარტეთ, ლექსის ორტაეპიანი რეფრენი მხოლოდ სამკაულია, თუ მთავარი სათქმელის გამომხატველიც („მუხამბაზი“)
  5. ნ. ბარათაშვილის ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზე“ , როგორ არის აღწერილი მთაწმინდა და მისი შემოგარენი.
  6. რისკენ ისწრაფის „თავგანწირული მხედარი“? („მერანი“)
  7. თქვენი აზრით, რისი სიმბოლოა „შავი ყორანი“
  8. როგორი გზა აურჩევია მხედარს? („მერანი“)
  9. როგორია ლექსის შექმნის ისტორია („მერანი“)
  10. რა მოჰყვება „განწირულის სულისკვეთებას“? („მერანი“)
  11. რა კითხვა ჩაესმის პოეტს გამუდმებით და რა შინაგანმა გაორებამ იჩინა თავი? („ხმა იდუმალი“)
  12. რას იწვევს სულიერი ობლობა? („სული ობოლი“)
  13. რა დაპირებებით უცდუნებია ბოროტ სულს პოეტი? („სულო ბოროტო“)
  14. რას ნიშნავს „ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“?
  15. როგორია ლირიკული გმირის განწყობა? („სულო ბოროტო“)
  16. რას ეძებს პოეტი უდაბნოში მდგარ ტაძარში და რა მსხვერპლი გაიღო მან? („ვპოვე ტაძარი“)
  17. რა ბედი ეწია ღვთის ტაძარს... რას არ უცვლია სახე? („ვპოვე ტაძარი“)
  18. რას ანიჭებს უპირატესობას პოეტი – სილამაზეს თუ მშვენიერებას? და რა არის აუცილებელი მარადიული სიყვარულისათვის („რად ჰყვედრი კაცსა“)
  19. რას ემსგავსება „მშვენიერ სულთა“ სიყვარული?
  20. ისაუბრეთ რეალიზმის, როგორც ლიტერატურული მიმდინარეობის შესახებ, შეადარეთ რომანტიზმს.
  21. როგორ გესმით გამოთქმა „მამულის კვამლი“ და ჩანს თუ არა  რეალისტი მწერლის ხედვა? („მგზავრის წერილები“)
  22. რა ჩანს „ფრანსიელის“ სიტყვებში?
  23. რა საბუთი აქვს ქართველ კაცს, რომ „არ ეჭაშნიკებოდეს“ „თერგდალეულები“?
  24. როგორია ავტორის არჩევანი – თერგი და მყინვარი, დღე და ღამე?
  25. როგორ ახასიათებს რუსეთში გატარებულ წლებს ილია და რატომ უწოდებს „ბეწვის ხიდს“?
  26. რისი გაკეთება სურს მგზავრს თავისი ქვეყნის „გაციებულის გულის გასათბობლად“?
  27. რით ზომავს რუსი პოდპორუჩიკი ქვეყნის ცივილიზაციასა და განათლების დონეს?
  28. ვინ და რა დახატა პოდპორუჩიკის სახით ილიამ.
  29. რას ადარებს მოხევე მშვიდობას და რატომ ირჩევს მთას.
  30. რას მიახვედრა მგზავრი მოხევის ნათქვამმა და რა კითხვას სვამს ილია ნაწარმოების ბოლოს?
  31. ახსენით ტაეპის მნიშვნელობა: „შენს ძარღვის ცემას მე ყურს ვუგდებ სულგანაბული“ („მას აქეთ რაკი“)
  32. როგორ გამოხატავს ლირიკული გმირი თავის საწუხარს?
  33. რა საერთოს ხედავთ „აჩრდილში“ წარმოდგენილ და „მგზავრის წერილებში“  აღნიშნულ პეიზაჟებს შორის (მყინვარი და თერგი)
  34. ვის ხედავს ლირიკული გმირი, რისი სიმბოლური გამოხატულებაა იგი?
  35. რა იყო, მოხუცის აზრით, მთავარი ღირსება წარსულში და რას ადარებს შვილებისაგან მიტოვებულ მამულს?
  36. როდემდე დაღვრის, მოხუცის აზრით, ქართველი „მწარე ცრემლს“, რაზე ღაღადებს ეს ცრემლი?
  37. როგორია თანამედროვე ქართველის ზნეობა? რა ღირებულებები გამხდარა მათთვის ფასეული?
  38. რატომ უწოდებს პოეტი მცხეთას „დიდი ცხოვრების, დიდ აკლდამას“?
  39. ქართველთა გაერთიანების გარდა, რომელი ტომების გაერთიანებაზე ოცნებობს კიდევ პოეტი და რას მოიტანს ეს ერთობა?
  40. რისი სახე – სიმბოლოა ცისარტყელა? კიდევ რომელი ნაწარმოები მთავრდება ანალოგიურად?
  41. ვის მიუძღვნა ილიამ „აჩრდილი“?
  42. ილიას აზრით, რას უნდა ემსახურებოდეს პოეტი? („ჩემო კალამი“)
  43. რატომ ამბობს პოეტი უარს „ტაშზე“ ანუ დიდებაზე? როგორი მკითხველის სჯერა მას?
  44. რა იცით „მამათა და შვილთა“ ბრძოლის შეახებ და რატომ დაიწერა „პასუხის პასუხი“?
  45. მიჯნავს თუ არა პოეტი თავს კრიტიკის ობიექტისგან? („ბედნიერი  ერი“)
  46. რომელ ორ ტაეპს იმეორებს პოეტი და რა ფუნქცია აქვს ამ გამეორებას.
  47. რატომ არის, ერთი შეხედვით, დადებითი ეპითეტი უარყოფითი შინაარსის შემცველი.
  48. რას გმობს პოეტი, არის თუ არა ამ ლექსის ინტონაცია ირონიული?

No comments:

Post a Comment