Saturday, February 8, 2014

შოთა ნიშნიანიძის ,,ცოტნე დადიანი" ლექსის გააზრება

1. პოეტი ლექსის პირველი ორტაეპედით ქმნის ფონს, რათა შემოიყვანოს გმირი . მკითხველის წარმოსახვაში ცოცხლდება დინამიკური სურათი: ისმის ცხენის თქარუნის ხმა, რომელიც თანდათან ძლიერდება,,მოდიდდა“.
2.პირველი ორტაეპედით აღძრული მოლოდინის განცდას კიდევ უფრო აძლიერებს მომდევნო ორტაეპედი. ცხენს ისე მოაჭენებს გმირი, გეგონება ზღვის ნაპირზე აფრასავით გაიელვა. პოეტი მას წმინდა გიორგის ადარებს . ესე იგი ის გამორჩეულია. მას წმინდა გიორგის მსგავსად წმინდა მისია აქვს შესასრულებელი- ბოროტებასთან ბრძოლა.
3.ავტორი უკვე გვიმხელს,რომ ეს გმირი ცოტნე დადიანია.მკითხველიც სწორდ მისი გამოჩენისთვის შეამზადა. განსაკუთრებული , გამორჩეული გმირი გამორჩეულად გააცოცხლა მკითხველის წინაშე.ცოტნე დადიანი  ,,ღამის ყაბალახიანი“ და ,,მთვარის ნაბდიანია“ ე.ი. ის ღამის გზარ მოუყვება დას მას ამ ბნელ გზას  მთვარე უნათებს.  გმირი ღამესავით ბნელ, ბოროტ ძალას უნდა დაუპირისპირდეს და მას მთვარე-სიკეთისა და სინათლის სიმბოლი , ანუ ღვთიური ნათელი გზას უნათებს.
4.  მესამე ტაეპიდან,,მთვარის ყაბალახიანი..“ თითქოს შენელდა ის რიტმული ჟღერადობა , რაც პირველ  ორტაეპედში იყო. განსხვავებას ქმნის  რითმის, მარცვალთა რაოდენობისა და აზრის შეცვლა. პოეტი შემდეგ სტროფში საუბრობს ქვეყნის უმძიმეს მდგომარეობაზე.
5.ავტორი იყენებს შემდეგ მხატვრულ სახეებს,,ჭილყვავი“-მტრის სიმბოლო
 ელკესიებს შესევია  ჭილყვავი ნიშნავს, რომ ქართველთა სიწმინდეები ურჯულოთა ხელში გადასულა. ქართველთა მძიმე სულგაყინულ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს შემდეგი ტაეპი: ,,ციხეებს აზიური სიმღერები ჭირხლავენ“;  ,,ცას უყეფენ კოცონები და კარვები“- მდგომარეობა დამთრგუნველია, შიში და დაძაბულობაა. 
  ,,ოჩოკოჩის გახედნილო და ჭინკების გაზრდილო“- ცხენს რთულ გზაზე ზღაპრული  ოჩოკოჩი-ტყის კაცი და ჭინკები დაეხმარებიან, რათა სწრაფად  ,,გადახუხოს „ მანძილი . გზა გრძელი და რთული სავალია . ..ჩქარობს“ -გამეორებით აძლიერებს სათქმელს , რომ ძალიან სწრეფად უნდა იაროს ცხენმა , რათა გმირი დროულად მიიყვანოს წმინდა მისიის შესასრულებლად.
6. გოლგოთა ქრისტეს წამების ადგილია. ,,ვერ იქნება  კოხტაგორა საქართველოს გოლგოთა“- კოხტაგორა ვერ გახდება საქართველის წამების ადგილი, გმირი ცოტნე დადიანი არ დაუშვებს ამას.
7. პირველი ნაწილის ბოლო მონაკვეთიდან უფრო აჩქარებულია რიტმი, რასაც განაპირობებს  სათქმელი, რომ სწრაფად უნდა ატაროს  ,,ურვით“ სავსე რეაინდული გულის მქონე ცოტნე დადიანი-მამულიშვილებზე, მოძმეებზე დარდით სავსე ცოტნე დადიანი.
8. სათქმელი დაუმთავრებელია, მაგრამ ნაგულისხმევია შემდეგი:  უმძიმესი ვითარების მიუხედავად ქართველში არ ჩამკვდარა რაინდული სული, ცოტნემ თავისი გმირობით გამოიხსნა თანამოძმეები და ისევ ერთიანი შეკავშირებული გახადა ქართული სული. ცოტნე სახეა სულიერი ერთიანობისა , ის მთელი საქართველოს სახეა.
9. ლექსის მეორე ნაწილი  იწყება ისევ ცხენის თქარუნის ხმით. პოეტი გამოიხმობს საუკუნეთა წიაღიდან ცოტნე დადიანის აჩრდილს, რათა თანა,მედროვეებში გააცოცხლოს მინავლებული ქართული სული. ქართველებს,მარადი ლტოლვით“ - მარადიული  წინსწრაფვის სურვილი უნდა ჰქონდეთ, ის უძველესი მეომარი ტომია, ლეგენდებსა და თქმულებებს შემოუნახავს  მათი თავდადება და მარადი ბრძილა ბოროტებასთან. პატარაა საქართველო , მაგრამ დიდირაინდული გული აქვს , ამან გადაარჩინა და  დღესაც ამ გულით უნდა ვიცხოვროთ. უმძიმესი ვითარების ჟამს ცოტნე დადიანის რაინდული სულის გაცოცხლება უფრო მეტ მხნეობას შეგვმატებს .


21 comments:

  1. Replies
    1. ძალიან კარგია მე ამაზე ესსე დავწერე მადლობა ქ-ნო შორენა ასე რომ იწვალეთ ძალიან კარგია.

      Delete
    2. ძალიან კარგია მე ამაზე ესსე დავწერე მადლობა ქ-ნო შორენა ასე რომ იწვალეთ ძალიან კარგია.

      Delete
    3. შენ კიდე ამ გინების გარდა რამე შეგიძლია გაქანებულო ოროსანო ქალმა იწვალა და დაგვეხმარე შენ კიდე არააადეკვატურად იქცევი

      Delete
    4. შენ უფრო ყლე ხარ

      Delete
    5. არადვეკატურიხარ!

      Delete
    6. მართლა რამდენი იწვალა რომ ჩვენ დაგვხმაროდა და შენ რასიტყვებით მიმართავ??

      Delete
  2. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  3. ki geyurebaT magram ar gesmiT

    ReplyDelete
  4. კარგია ძალიან

    ReplyDelete
  5. ძალიან კარკია მადლობა დიდი😊😊

    ReplyDelete
  6. როგორ დამეხმარეთ

    ReplyDelete
  7. ძალიან კარგია

    ReplyDelete
  8. პერიფრაზი მინდა ლექსის სასწრაფოდ



    ReplyDelete
  9. გმადლობთ შორენა

    ReplyDelete
  10. ძაან დიდი მადლობაააააა ძააან კაია

    ReplyDelete
  11. აუ ამ ლექსის ანალიზი მინდა��

    ReplyDelete
  12. დიდი მადლობა

    ReplyDelete