Saturday, February 8, 2014

ქართული ენა და ლიტერატურა X კლასი


საგამოცდო ტესტის მაქსიმალური ქულა იქნება -30. აქედან 20 ქულით შეფასდება ლიტერატურა,ხოლო 10 ქულით - გრამატიკული ნაწილი.ტესტში არ იქნება წარმოდგენილი დახურული (შემოსახაზი) კითხვები
1.      (1ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.განმარტეთ ავტორის სიტყვები: ,,ზეცისა კაცი და ქუეყანისა ანგელოზი’’, ,,უდაბნოთა ქალაქმყოფელი’’.
2.      (2) ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების’’ ავტორი ბრძენი სოლომონის სიტყვებს იმოწმებს,დუმილს რჩეულ ოქროს უწოდებს, მაგრამ  მაინც არღვევს.რატომ?დაიმოწმეთ ტექსტი.
3.      (1ქ) ვის მონათხრობს ეყრდნობა გიორგი მერჩულე  გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერისას?
4.      (2ქ) რით გამოირჩეოდა გრიგოლ ხანძთელი ბავშვობიდანვე?რით ამსგავსებს ავტორი მას სამოელ წინასწარმეტყველს?
5.      (2ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.როგორ ფიქრობთ,რატომ გადაწყვიტეს გრიგოლის მშობლებმა და ახლობლებმა მისი მღვდლად კურთხევა?თუკი ,,გრიგოლს აქუნდა სიყუარული მღვდლობისა’’,რატომ შეაშფოთა იგი ახლობლების სურვილმა?
6.      (1ქ) დაახასიათეთ გრიგოლ ხანძთელის ოჯახური გარემო.
7.      (2ქ) გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელს ადარებს ბიბლიურ აბრაამს.რა როლი ეკისრებოდა აბრაამს ებრაელი ერის ცხოვრებაში?გრიგოლის რა შესაძლო როლი იგულისხმება ამ შედარებაში?
8.      (1ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.რა იყო გრიგოლის გაპარვის მოტივი?
9.      (1ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.რამ შეკრიბა ,,ერთ ზრახვად’’ გრიგოლი და მისი მოძმენი?
10.  (1ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.როგორ გესმით ავტორისეული შეფასება:,,ვითარცა სული ერთი ოთხთა გუამთა შინა დამტკიცებული...’’?
11.  (2ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.თქვენი სიტყვებით გადმოეცით ბერი ხუედიოსის ხილვა.
12.  (2ქ) რატომ ითხოვა ასაკით უფროსმა ხუედიოსმა გრიგოლისაგან კურთხევა?ამ ეპიზოდის მიხედვით შეაფასეთ ბერი ხუედიოსი.
13.  (2ქ) აღწერეთ,რა პირობებში შენდებოდა ხანძთის მონასტერი?
14.  (2ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.იმსჯელეთ, რომელ ეპიზოდში ადარებს ავტორი ერთმანეთს  ბერ-მონაზვნებსა და მარტვილებს.რომელს ანიჭებს უპირატესობას გიორგი მერჩულე და რატომ?
15.  (2ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.როგორ ფიქრობთ,რატომ დაუახლოვდა გრიგოლი გაბრიელ დაფანჩულს?რა ნიშნით ახასიათებს ეს ადგილი გრიგოლს?
16.  (2ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.იმსჯელეთ ეპიზოდზე,რომელშიც გრიგოლი ბაგრატოვანთა დინასტიის გამორჩეულობაზე საუბრობს.რისთვის სჭირდება მას ამის ხაზგასმა?
17.  (1ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.რა ცნობებს გვაწვდის ავტორი ზენონისა და მისი ოჯახის შესახებ?
18.  (2ქ) ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების’’მიხედვით, გაიხსენეთ რა მიზნით გამოედევნა ზენონი ,,უკეთურ კაცს’’?რამ შეაცვლევინა მას გადაწყვეტილება?
19.  (2ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.იმსჯელეთ საერო და სასულიერო პირთა ურთიერთობაზე.დაიმოწმეთ ტექსტი.
20.  (1ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.რა დაედო საფუძვლად ხანძთის ძმობის წეს-განგებას?
21.  (2ქ) ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების’’მიხედვით, გაიხსენეთ საბა იშხნელის ,,დაუმორჩილებლობის ეპიზოდი’’.რა დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა ეს ,,დაუმორჩილებლობა’’?
22.  (1ქ) ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების’’მიხედვით, გაიხსენეთ ჯავახეთის საეკლესიო კრების ეპიზოდი.რა გახდა ეპისკოპოსთა უკმაყოფილების მიზეზი?
23.  (1ქ) ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების’’მიხედვით, გაიხსენეთ ჯავახეთის საეკლესიო კრების ეპიზოდი.როგორ მოახერხა მამა გრიგოლმა კრებაზე არსებული წინააღმდეგობის დაძლევა?
24.  (1ქ) გაიხსენეთ გიორგი მერჩულის ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება’’.ვის სახელს უკავშირდება ცქირის გამოჩენა ტაო-კლარჯეთში?
25.  (1ქ) ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების’’მიხედვით ვიგებთ,რომ არაბებმა გადაწყვიტეს გრიგოლ ხანძთელის მოკვლა.რატომ ვერ შეასრულა დავალება დაქირავებულმა მკვლელმა?
26.  (1ქ) რომელ საუკუნეში შეიქმნა ,,ვეფხისტყაოსანი’’ და რა იცით პოემის ავტორის შესახებ?
27.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’პირველი კომენტატორი ვახტანგ მეექვსე წერს:,,წესია ანდერძსა და შესავალში პირველად ქება ღმრთისა და მერმე მეფეთა’’.გაიხსენეთ,პროლოგის მიხედვით, სად ჩანს ,,ქება ღმრთისა’’ და ,,ქება მეფეთა’’.
28.  (2ქ) გაიხსენეთ,შაირობის(პოეზიის) რომელ ჟანრებზე საუბრობს შოთა რუსთაველი?როგორ ახასიათებს თითოეულს?
29.  (2ქ) შოთა რუსთაველი პროლოგში ამბობს:,,გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის,შაირია ამად კარგი’’,ხოლო სხვაგან კი ასკვნის:,,მოშაირე არა ჰქვია,ვერას იტყვის ვინცა გრძელად’’.თქვენი აზრით,ეწინააღმდეგება თუ არა ეს ორი თვალსაზრისი ერთმანეთს?პასუხი დაასაბუთეთ.
30.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’პროლოგის მიხედვით იმსჯელეთ,რამდენგვარ მიჯნურობაზე საუბრობს პოეტი?რით ჰგავს მიჯნურობის ეს სახეები ერთმანეთს და რით განსხვავდება?
31.  (1ქ) ,,მიჯნური შმაგსა გვიქვიან’’,- წერს პოეტი.როგორ ფიქრობთ,რატომ უწოდებს რუსთაველი გამიჯნურებულ ადამიანს  შმაგს?
32.  (1ქ) ,,ესე ამბავი სპარსული,ქართულად ნათარგმანები’’,-წერს პოეტი.როგორ ფიქრობთ,რას გულისხმობს იგი ამ სიტყვებში?იმას,რომ ,,ვეფხისტყაოსანი’’სპარსულია?
33.  (1ქ) როგორ ახასიათებს შოთა რუსთაველი არაბეთის მეფე როსტევანს?
34.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით, არაბეთის მეფე ტახტს უთმობს ერთადერთ ქალიშვილს.იმსჯელეთ, არის თუ არა მეფის სიბერე ტრაგედია ქვეყნისთვის?როგორ აფასებს ამ ფაქტს თავად მეფე?
35.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,სოგრატი და ავთანდილი როსტევანს გახუმრებას შეჰბედავენ.როგორ წარმოაჩენს ეს ეპიზოდი მეფეს?თავად ვაზირებს?
36.  (1ქ) რომელი იგავური ფრაზით გადმოსცემს მეფე როსტევანი თაობათა ცვლის გარდუვალობას?
37.  (2ქ) ნადირობის ეპიზოდის მიხედვით, დაახასიათეთ ავთანდილი.როგორი ურთიერთობა აქვს მას მეფესთან?
38.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით, არაბეთის მეფე ტახტს უთმობს ერთადერთ ქალიშვილს.რა დარიგებას აძლევს მამა შვილს და როგორ იღებს თინათინი მშობლის დარიგებას?
39.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით აღწერეთ უცხო მოყმე.
40.  (1ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,გაიხსენეთ რატომ განერიდა უცხო მოყმე როსტევანს?დაიმოწმეთ შესაბამისი ადგილი ტექსტიდან.
41.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,არაბეთის მეფე როსტევანი უცხო მოყმის გამოჩენას ღვთისგან მოვლენილ სასჯელად მიიჩნევს,თუმცა ამ საკითხზე სხვა აზრისაა თინათინი.იმსჯელეთ მეფე-ქალის თვალსაზრისსა და პოზიციაზე.
42.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,იმსჯელეთ ავთანდილისა და თინათინის პირველი შეხვედრის შესახებ.რაინდს ერიდებოდა ქალთან მიჯნურობაზე საუბარი.რა გამოსავალი მოძებნა თინათინმა?
43.  (2ქ) უცხო მოყმის საძებნელად მიმავალი ავთანდილი მეფეს უმალავს წასვლის მიზეზს,მაგრამ ყოველივეს უმჟღავნებს შერმადინს.რატომ იქცევა ასე?იმსჯელეთ პატრონისა და ყმის ურთიერთობაზე მათი შეხვედრის მიხედვით.
44.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,სამი წლის ძებნის შემდეგ ავთანდილი უცხო მოყმის კვალს დაადგება,მაგრამ მასთან ახლოს მისვლას ერიდება.რატომ?ავთანდილის რა თვისება ჩანს ამ ეპიზოდში?
45.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,სამი წლის ძებნის შემდეგ ავთანდილი უცხო მოყმის კვალს დაადგება,მაგრამ პირისპირ შეყრას ერიდება.რა გზას ირჩევს იგი ტარიელთან მისაახლოებლად?იმსჯელეთ,რატომ იქცევა ასე?
46.  (2ქ) რა ხერხებს მიმართა ავთანდილმა,რომ უცნობი ქალისაგან უცხო მოყმის ამბავი შეეტყო?გმირის ხასიათის რა თვისება ვლინდება ამ ეპიზოდში?
47.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,გაიხსენეთ ტარიელისა და ავთანდილის პირველი შეხვედრა.თქვენი აზრით,რა განაპირობებს ერთმანეთისათვის სრულიად უცხო ადამიანების ამგვარ სიახლოვეს?
48.  (2ქ) როგორც ვხედავთ ,,ვეფხისტყაოსანში’’ბევრი ცრემლი და ტირილია.როგორ აფასებთ რაინდების მიერ ამდენი ცრემლის ღვრას?დაიმოწმეთ თამაზ ვასაძის მოსაზრება წიგნიდან ,,ვეფხისტყაოსნის მხატვრული შინაარსის კომენტარები’’.(ნაწყვეტი)
49.  (2ქ) გადმოეცით ხატაეთის ომიდან დაბრუნებული გამარჯვებული რაინდის პორტრეტი.რა შთაბეჭდილება მოახდინა ხალხზე ტარიელმა?
50.  (2ქ) პოემის სიუჟეტის მიხედვით, იმსჯელეთ იცოდა თუ არა ფარსადან მეფემ ტარიელისა და ნესტან-დარეჯანის სიყვარულის შესახებ?რატომ გადაწყვიტა თავისი ასულის ხვარაზმშაზე გათხოვება?
51.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,მეფე ფარსადანმა მოიწვია თათბირი,რათა გადაეწყვიტა ქალიშვილის გათხოვების საკითხი.გადმოეცით ტარიელის განცდები თათბირის დროს.რატომ მოიხმეს იგი თათბირზე,თუ ყველაფერი წინასწარ იყო გადაწყვეტილი?
52.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტიდან ვიგებთ,რომ ფარსადანი სასიძოდ იწვევს ხვარაზმშას ძეს.რა მდგომარეობაშია ამ დროს ნესტან-დარეჯანი?როგორ ხატავს ავტორი განრისხებულ ქალს?დაიმოწმეთ ტექსტი.
53.  (1ქ) ნესტან-დარეჯანის აზრით,რა საფრთხე ემუქრება ინდოეთს ხვარაზმშას შვილის გამეფებით?
54.  (2ქ) არასასურველი ქორწილის გამო, ნესტანი განრისხებულია,მაგრამ ტარიელი შეძლებს მის დამშვიდებას და ერთად ეძებენ გამოსავალს.რას ურჩევს ნესტანი რაინდს?რატომ უწოდებს ნესტანი თავის გეგმას ,,მართალ სამართალს’’?
55.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’მიხედვით,აღწერეთ ტარიელის განცდები ხვარაზმშას ძის მოკვლის შემდეგ.რას ამბობს ავტორი და რას-თავად ტარიელი?
56.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტდან ვიგებთ,რომ ტარიელი ასრულებს სატრფოს დავალებას და კლავს სასიძოს.როგორ იმართლებს იგი თავს ფარსადან მეფის წინაშე?რამდენად გულწრფელი და  არგუმენტირებულია მისი მსჯელობა?
57.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტდან ვიგებთ,რომ მეფემ ნესტან-დარეჯანის აღზრდაში საკუთარი და,დავარი დაადანაშაულა.იმსჯელეთ,რამდენად სამართლიანია გამზრდელის დადანაშაულება გაზრდილის საქციელში?
58.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’მიხედვით,გადმოეცით დავარის თვითმკვლელობის ეპიზოდი.შეაფასეთ მისი გადაწყვეტილება.
59.  (2ქ) როგორ შემოდის პოემაში ფრიდონი?რა მხატვრული საშუალებებით წარმოაჩენს ავტორი გმირის ბუნებას?
60.  (2ქ) მას შემდეგ რაც ნესტანი ზღვაში ჩაიკარგა,მისი ამბის მცნობელიც კი არ გამოჩენილა.გადმოეცით ეპიზოდი,რომელშიც გამოჩნდება ზღვაში ჩაკარგული ნათელი.
61.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’მიხედვით,გაიხსენეთ როგორ აღიქვამს ნესტანს ფრიდონი?უპირველესად,რა იქცევს რაინდის ყურადღებას?
62.  (1ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’მიხედვით,გაიხსენეთ ფრიდონის რომელ საჩუქარს არ იშორებს ტარიელი არასდროს?
63.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’მიხედვით,გაიხსენეთ ეპიზოდი,რომელშიც ტარიელი პირველად ხსნის,თუ რატომ აირჩია სამოსად ვეფხის ტყავი.რა სიმბოლურ შინაარსს იძენს ტარიელისათვის ვეფხის ტყავი?
64.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,აღწერეთ არაბეთში დაბრუნებული ავთანდილისა და მეფე როსტევანის შეხვედრა.რით განსხვავდება პატრონისა და ყმის შეხვედრა რაინდთა შეხვედრისაგან?
65.  (2ქ) აღწერეთ არაბეთში დაბრუნებული ავთანდილისა და თინათინის შეხვედრა ნადიმის შემდეგ.როგორ ახასიათებს საწუთროს ავთანდილი,თინათინი?
66.  (2ქ) მეფეთა რომელ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას ავთანდილი თავის ანდერძში?დაიმოწმე შესაბამისი ადგილი ტექსტიდან.
67.  (1ქ) ვის იმოწმებს ავთანდილი ანდერძში საკუთარი არგუმენტებისა და თვალსაზრისის დასასაბუთებლად?
68.  (2ქ) ავთანდილის ანდერძის მიხედვით იმსჯელეთ,რატომ ავნებს სიცრუე ჯერ ხორცს,მერმე-სულს?ვის იმოწმებს ავთანდილი?
69.  (2ქ) რას ამბობს ავთანდილი მოყვასის სიყვარულის შესახებ?ამჯერად ვის იმოწმებს იგი?
70.  (2ქ) როგორც ვხედავთ,ავთანდილი კარგად იცნობს ფილოსოფოსთა და მოციქულთა სიბრძნეს.მისი აზრით,რა შემთხვევაშია ღირებული ეს ცოდნა?რისთვის სჭირდება ადამიანს სიბრძნე?
71.  (2ქ) ავთანდილის ანდერძის მიხედვით იმსჯელეთ, რას ამბობს ავთანდილი საწუთროს შესახებ?როგორ ახასიათებს მას?
72.  (2ქ) ავთანდილის ანდერძის მიხედვით იმსჯელეთ, რას სთხოვს გადახვეწილი გმირი მეფეს?რაში დაეხმარება მას უპოვართა შემწეობა ყარიბობისას?
73.  (2ქ) გაიხსენეთ,,ლოცვა ავთანდილისა’’ და იმსჯელეთ,რას სთხოვს ავთანდილი უფალს როგორც მიჯნური,როგორც რაინდი და როგორც მოგზაური?
74.  (2ქ) ანდერძში ავთანდილი სიკვდილის გარდუვალობაზე საუბრობს.იმსჯელეთ,სიკვდილის წინაშე შიშის დაძლევის რა გზას ხედავს იგი?
75.  (2ქ) ავთანდილის ანდერძის მიხედვით იმსჯელეთ პატრონყმობის შესახებ.
76.  (2ქ) გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ,,პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა’’.ისაუბრეთ,რა მდგომარეობაში იპოვა ავთანდილმა ტარიელი?დაიმოწმეთ ტექსტი.
77.  (2ქ) ,,ჰკითხე ასთა, ჰქმენ გულისა,რა გინდა ვინ გივაზიროს’’; ,,რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა’’,-ეს ორი გმირის ორი პოზიციაა.თქვენ რომელ თვალსაზრისს იზიარებთ?დაასაბუთეთ თქვენი პოზიცია.
78.  (2ქ) იმსჯელეთ,რატომ უწოდა რუსთაველმა ავთანდილს,,ცნობიერთა დასტაქარი’’?
79.  (2ქ) გაიხსენეთ ,,პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა’’. მდგომარეობაში იპოვა ავთანდილმა ტარიელი?რა რჩევას აძლევს ავთანდილი მეგობარს და რა ნიშნით ახასიათებს ეს ავთანდილს?
80.  (2ქ) გაიხსენეთ ,,პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა’’.რომელ არაკს იშველიებს ავთანდილი ტარიელის დასარწმუნებლად და რა არის ამ არაკის მთავარი სათქმელი?
81.  (2ქ) გაიხსენეთ ,,პოვნა ავთანდილისაგან დაბნედილის ტარიელისა’’.როგორც  გავიგეთ, ავთანდილის შეგონებამ შედეგი ვერ გამოიღო,ვერ შეძლო მეგობრის გადარწმუნება.რა გზას მიმართა მან ამის შემდეგ?რატომ?
82.  (2ქ) გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ,,წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონისასა’’.იმსჯელეთ წუთისოფლისადმი დამოკიდებულებაზე.
83.  (2ქ) გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ,,წასვლა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა’’.როგორ ახასიათებს ავთანდილი მექარავნეთ?როგორ აღიქვამენ ამ ფაქტს თავად მექარავნენი?
84.  (2ქ) გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ,,წასვლა ავთანდილისაგან ნესტან-დარეჯანის საძებრად და ქარავანთა შეყრა’’.რით ამდიდრებს თქვენს წარმოდგენებს რაინდობაზე მექარავნეთა და ავთანდილის საუბარი?
85.  (2ქ) გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ,,ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა’’.დააკვირდით,როგორი დამოკიდებულება აქვს ვაჭრებთან სამეფო კარის არისტოკრატიას,რაინდებს?როგორ აღგვიწერს ვაჭართა წრეს თავად ავტორი?
86.  (1ქ) გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ,,ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა’’.ამ ეპიზოდის მიხედვით,რა წარმოდგენები გვექმნება ვაჭართა ცხოვრების წესზე?
87.  (1ქ) გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ,,ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა’’.ამ ეპიზოდის მიხედვით,აღწერეთ ზღვათა სამეფო.
88.  (1ქ) გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ,,ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა’’.იმსჯელეთ,როგორ გამოხატავს მეფე სურხავისადმი პატივისცემას ვაჭართა უხუცესი უსენი?
89.  (2ქ) გაიხსენეთ ,,ვეფხისტყაოსნიდან’’ ,,ამბავი ავთანდილისაგან გულანშაროს მისვლისა’’.ამ ეპიზოდის მიხედვით აღწერეთ ფატმანი.
90.  (1ქ) გაიხსენეთ,როგორ ხატავს რუსთაველი პოემის გმირ ქალებს.რა განსხვავებაა ფატმანის პორტრეტსა და მათ გარეგნობას შორის?
91.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’მიხედვით,გაიხსენეთ ეპიზოდი,რომელშიც ავთანდილი სასიყვარულო ურთიერთობას აბამს ფატმანთან.თქვენი აზრით,არღვევს თუ არა იგი რაინდულ კოდექსს?პასუხი დაასაბუთეთ.
92.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტის მიხედვით,ფატმანის დავალებით ავთანდილი სრულიად უცნობ ადამიანს კლავს.შეაფასეთ მისი საქციელი.დაიმოწმეთ ტექსტი.
93.  (2ქ) გაიხსენეთ ნაწყვეტი თამაზ ჭილაძის წიგნიდან,,ვარდის ფურცლობის ნიშანი’’ და ამ თვალსაზრისის დახმარებით დაახასიათეთ ფატმანი.
94.  (2ქ) გაიხსენეთ,,წიგნი ნესტან-დარეჯანისა’’ფატმანთანა.როგორ მიმართავს ქაჯეთიდან გამოგზავნილ წერილში ნესტანი ფატმანს?როგორ ახასიათებს ეს წერილი ფატმანს და თავად ავტორს?
95.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტიდან ვიგებთ,რომ ქაჯეთის ციხეში მყოფი ნესტანი სატრფოს სამშობლოში დაბრუნებას  სთხოვს,თან დაწვრილებით აღუწერს ქაჯეთის ციხეს;როგორ ფიქრობთ,რატომ?
96.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტიდან ვიგებთ,რომ ქაჯეთის ციხეში მყოფი ნესტანი წერილს უგზავნის სატრფოს.საუბრობს თუ არა ქალი თავის სიყვარულზე?თქვენი აზრით ,შეინიშნება თუ არა რაიმე ცვლილება გმირის სულიერ მდგომარეობაში?
97.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტიდან ვიგებთ,რომ ქაჯეთის ციხეში მყოფი ნესტანი წერილს უგზავნის სატრფოს,რომელიც ღრმა ემოციური ელფერით გამოირჩევა.რომელმა ადგილმა მოახდინა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება და რატომ?
98.  (2ქ) ,,ვეფხისტყაოსნის’’სიუჟეტიდან ვიგებთ,რომ ქაჯეთის ციხეში მყოფი ნესტანი წერილს უგზავნის სატრფოს,რომელშიც მგრძნობიარე სატრფოს გარდა ბრძენი ქალიც ჩანს.იმსჯელეთ ნესტანის შეხედულებებზე წუთისოფელზე,ადამიანის დანიშნულებაზე და სხვა.
99.  (2ქ) დააკვირდით ,,ვეფხისტყაოსნის’’გმირთა თათბირს ქაჯეთის ციხის აღების წინ.იმსჯელეთ,რამდენად ასაბუთებენ რაინდები საკუთარ პოზიციას?
100.                      (2ქ) თქვენი სიტყვებით გადმოეცით,როგორ აღწერს რუსთაველი ტყვეობიდან ნესტანის გათავისუფლებას?


გ  რ  ა  მ  ტ  ი  კ  ა
გრამატიკულ ნაწილში ,,გაასწორეთ შეცდომები’’ მაგალითისათვის წარმოდგენილია ორი ტიპის დავალება,რომელიც შეფასდება 10 ქულით.
გაასწორეთ შეცდომები
ტექსტში დაშვებულია მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და  სინტაქსური შეცდომები.მოცემულ ხაზებზე დაწერეთ ეს სიტყვები სწორი ფორმით.თუ შეცდომა არ არის გააკეთეთ აღნიშვნა
1.მე-IV-VIII საუკუნეებში საქართველოს შესახებ ბიზანტიის იმპერიის სწავლულები ________
2.წერდნენ.ბიზანტიელ ისტორიკოსის-პროკოფი კესარიელის თხზულებაში ________________
3.შეტანილია ბევრი გეოგრაფიული ცნობები საქართველოზე.აღწერილია __________________
4.რიგი ქალაქისა და მდინარის ადგილ-მდებარეობა,მათ შორისაა ქალაქები-პეტრა __________
5.კოტიაონი,უქემიროიონი და სხვა.VIIსაუკუნეში სომეხ ფილოსოფოსმა ___________________
6.შირაქაციმ შეადგინა იმ დროისათვის ცნობილი მსოფლიოს გეოგრაფიული _______________
7.აღწერილობა.ეს მასალა უმთავრესათ დიდს არმენიასა და მოსაზღვრე ____________________
8.ქვეყანებს ეხება.საქართველოს დახასიათებისას ჩამოთვლილია მასში შემავალი ___________
9.ადმინისტრაციული ერთეულები.არაბების მიერ ამიერამიერკავკასიის დაბყრობის ________
10.შემდეგ კავკასიით ინტერესდება შუა საუკუნეების მაჰმადიანი მეცნიერები. ______________

გაასწორეთ შეცდომები
შემოხაზეთ ის წინადადებები,რომლებშიც დაშვებულია მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული შეცდომები.შეცდომით დაწერილ სიტყვას ქვეშ ხაზი გაუსვით და თავზე დააწერეთ სწორი ფორმა.
1.ცხრაასთოთხმეტ წელს არაბები უკანასკნელად შემოესივნენ ამიერკავკასიას.2.ხალიფას უზარმაზარ ლაშქარს მოუძღვოდა სარდალი აბულ კასიმი.3.სარკინოზები ცეცხლითა და მახვილით მოედვნენ სასომხეთს.4.შემდეგ საქართველოში შემოიჭრა აბულ კასიმი.5.იგი ჯერ თბილიში შემოვიდა,სადაც მას მიეგება თბილისის ამირა.6.თბილისიდან კახეთისაკენ წარმოემართნენ სარკინოზნი.7.მიადგენ უჯარმის ციხეს.8.სამასი გმირი მეციხოვნეები       თავდაუზოგავად იცავდნენ უჯარმას.9.ბოლოს კი მიატოვეს ციხე.10.მათ შეიტყეს,რომ დიდხანს ვეღარ გაუმკლავდებოდნენ ურიცხვ მტერს.




No comments:

Post a Comment