Saturday, February 8, 2014

მიხეილ ჯავახიშვილის ,,მიწის ყივილი“

          ტესტური წერა  ქართულ ლიტერატურაში                           მე-9 კლასი            28. 01 2014წ.
მიხეილ ჯავახიშვილის ,,მიწის ყივილი“
(1)1. სად ხდება  მოთხრობაში აღწერილი ამბავი?
ა) პარიზში     ბ)მდინარე რონას ნაპირზე გაშლილ ქალაქ ნოჟანში   გ) მდინარე მარნას ნაპირზე გაშლილ  პატარა ქალაქ  ნოჟანში     ) მარსელში
(1)2. რის მიხედვით აირჩია მთხრობელმა  პატარა ქალაქი?
ა)განსაკუთრებული ჰავის;   ბ) ბალნეოლოგიური კურორტის;   გ)ეგზოტიკური ბუნების;   დ) ისტორიული წარსულის.
(1) 3.რას ადარებს ავტორი მდინარის ფსკერს?
ა)დახავსებულ ფერდობს;    ბ)კენჭებიან ნაპირს;   გ)ჭიქის ძირს;      დ) ხელის გულს.
(1) 4.რით ჰგვანან ერთმანეთს  ბაღში შემოსული მოხუცი და მისი ხელჯოხი?
ა) ორივე უსწორმასწოროა;   ბ)ორივე ძლივს მოფარფატებს;   გ)ორივე გაცრეცილია;    დ) მნახველზე ორივე მძიმე შთაბეჭდილებას ახდენს.
(1) 5. რამ დააფრთხო მოხუცი მეორე შეხვედრისას?
ა) ფრანგულ ენაზე დაბეჭდილმა წიგნმა;  ბ) ქართულ ენაზე დაბეჭდილმა წიგნმა;  გ) სტუდენტის  ხელჩანთამ.
(1)6. ,,მერე  უცბათ დააფრინდა, თითქო მშიერ მოხრაკულს დასწვდაო..“ რომელი მხატვრული ხერხი გამოიყენება მოხუცის მდგომარეობის გადმოსაცემად?
 ა) მეტაფორა     ბ) შედარება;       გ) ეპითეტი;      დ) გაპიროვნება.
(1)7.რას მიაწერს მთხრობელი ბაღში და პატარა სახლთან მყოფი მოხუცის უცნაურ ქცევას?
ა)აკვიატებას;    ბ) გაუგებრობას;   გ) ზედმეტ მორიდებულობას;   დ) ფსიქიკურ გაუწონასწორებლობას.
(1) 8. რუსეთის იმპერიის  რომელ ქალაქში ცხოვრობდა ანდრე კაშორი( სადაც მას უნივერსიტეტში შესვლა სურდა)?
ა)მოსკოვი;   ბ) ხარკოვი;   გ) ყაზანი;       დ)პეტერბურგი.
(1)9. როგორ აღმოჩნდა ანდრო კაიშაური რუსეთში?
ა)სასწავლებლად გაემგზავრა; ბ)საქართველოდან კატორღაში გაგზავნეს; გ)რევოლუციურმა ჯგუფმა გაგზავნა; დ) ბავშვობაში ოჯახთან ერთად გადასახლდა
(1) 10.გაიხსენეთ, რის გამო ამბობს მთხრობელი: ,,რკინის ყუთი გაუტეხელია, გაუბზარავი. ტყუილად ვუვლი და ვუჩხიკინებ“:
ა)კაშორის მეხსიერების გამო; ბ) კაშორის მოშლილი პორტსიგარის გამო; გ)კაშორის ჭირვეულობის გამო; დ)კაშორის გონებაში ჩაძირული რომანტიკული თავგადასავლის გამო.
(1) 11. როგორია მოხუცის დამოკიდებულება საკუთარი ამნეზიის( მეხსიერების დაქვეითების ) მიმართ?
 ა) მას თავისი თავი უბედურ ადამიანად მიაჩნია; ბ) გულგრილი მოხუცი პირად ტრაგედიას ვეღარც აღიქვამს; გ) სჯერა, რომ პრობლემას მოევლება; დ)ძირითადად გულგრილი. მხოლოდ მაშინ წუხს, როცა ამნეზიის გამო ყოფით პრობლემას აწყდება.
(1) 12.რა დამართვია უახლოეს წლებში ქართველ ხალხს ( რას ასკვნის მოხუცი კაშორი მტხრობელთან საუბრის  შედეგად)?
ა) მისი რიცხოვრივი რაოდენობა უაღრესად შემცირებულა; ბ)მას  მტრებისთვის ალიკაპი ამოუდვია;გ) ის ხელახლა დაბადებულა.
(1)13.გაიხსენეთ, როგორ ცდილობს კაშორი მშობლების სახელების დამახსოვრებას?
 ა)მათ ხშირად იმეორებს; ბ) ის ახლობლებს ავალებს , რომ ხშირად შეახსენონ; გ)ის მათ კედელზე აწერინებს; დ) ის მათ უბის წიგნაკში იწერს.
(1) 14.ვისი სახე აღდგება  ანდრო კაიშაურის მეხსიერებაში, უპირველეს ყოვლისა?
ა) და-ძმების; ბ) დედის; გ) მამის ; დ) მეზობლების.
(1) 15.რატომ აღარ ლაპარაკობს  ანდრო კაიშაური ფრანგულად  ქარტულად ალაპარაკების შემდეგ?
ა)ავიწყდება; ბ) ფრანგულზე პრინციპულად უარს ამბობს; გ)მიაჩნია, რომ ქარტულს ასე უფრო დაიხვეწს; დ) აზრს ქართულად უკეთ გამოხატავს.
(1) 16.რატომ უწოდებს ანდრო კაიშაური მთხრობელს შვილს?
ა) ის, მართლაც, თავისი შვილი ჰგონია; ბ) იმიტომ, რომ ქართველია; გ)ფორმალურად; დ) მისი, როგორც მომვლელისა და თარჯიმნის, მიმართ  გარკვეულ ეტიკეტს იცავს.
(1) 17.,,ძალიან ავი ბალღები არიან.აქამდე თვეში ერთი ძლივს დამელაპარაკებოდა. ახლა კი, რაკი ფრანგულს აღარ ვლაპარაკობ, ლეკვებივით ამედევნენ, დამცინიან“.
 რას კითხულობს ანდრო კაიშაური ოჯახის წევრთა მეტყველებაში?
ა)გაბოროტებას; ბ) ცინიზმს; გ)გულგრილობას; დ) უმეცრებას.
 (1) 18.,,მე ჩემი შევასრულე,-თითქოს ვინმე სხვას ეჩურჩულება ანდრო,-ყველაფერი მივეცი ამ ქვეყანას...დანარცენი თქვენ იცით...ვალი დამიბრუნეთ“.რას უწოდებს ანდრო ვალის დაბრუნებას?
ა)სამაგიერო პატივგებას რევოლუციური მოღვაწეობისთვის; ბ)სამაგიერო პატივგებას  ოჯახზე გაწეული ზრუნვისთვის; გ)ადამიანური მოვალეობის შესრულებას;დ) საქართველოში ჩაყვანას- ცოცხლისას ან მკვდრისას.
(1)19. როდის შეიტყვეს კაშორებმა ანდრო კაიშაურის გარდაცვალება?
ა) მაშინვე;      ბ)სულ  რაღაც ერთ საათში; გ)შუაღამისას, როდესაც მოხუცის დასახედად შემოვიდნენ;    დ) ჯერ არ შეუტყვიათ. სავარაუდოდ, დილით შეიტყობენ.
 (1) 20.როგორ დაბრუნდა ანდრო კაიშაური საქართველოში“
ა)მთხრობელმა მისი ფერფლი ანანურის  ტაძრის ეზოში მიმოაბნია;     ბ)მთხრობელმა მისი ფერფლი ანანურის სასაფლაოს შუაგულში დააბნია;     გ)მტხრობელმა მისი ფერფლი ხევის ნიავს გაატანა;      დ)მთხრობელმა  მისი ფერფლი  ანანურში, ერთ-ერთი კაიშაურის  საფლავზე დააბნია.

2 comments:

  1. ამ ტესტის პასუხები დევს სადმე?

    ReplyDelete
  2. პასუხები არ აქვს?

    ReplyDelete