Saturday, February 8, 2014

შემაჯამებელი წერა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედების მიხედვით

    

  1. რა იცით რომანტიზმისა და კონკრეტულად, ქართული რომანტიზმის შესახებ.

  1. ნ. ბარათაშვილის ლექსში „შემოღამება მთაწმინდაზე“ , როგორ არის აღწერილი მთაწმინდა და მისი შემოგარენი.
2-ა) .როდისაა განსაკუთრებით მშვენიერი მთაწმინდა?(,,შემოღამება მთაწმინდაზედ“)
  1. რა სანახაობა გადაეშალა ,,ტურფას სერზე მდგომარეს“?რომელ შედარებებში იჩინა თავი რელიგიურმა სიმბოლიკამ?(,,შემოღამება მთაწმინდაზედ“)
  2. ,,მე შენსა მჭვრეტელს მავიწყდების საწუთროება“ რა ავიწყებს პოეტს საწუთროებას?
  3. როგორ გესმით-,,მაგრამ ვერც ცნობენ, გლახ, მოკვდავნი განგებას ციურს“?
6.      რატომ ეუფლება პოეტს ბუნებასთან სულიერი სიახლოვის განცდა?

  1. რისკენ ისწრაფის „თავგანწირული მხედარი“? („მერანი“)
  2.  ,,უკან მიმჩხავის თვალბედითი შავი ყორანი“(,,მერანი“) რას ნიშნავს ,თვალბედითი“?
  3. თქვენი აზრით, რისი სიმბოლოა „შავი ყორანი“
  4. ,,ჩემთა ნათესავთ გლოვისა ნაცვლად მივალალებენ სვავნი მყივარნი“ რას ნიშნავს ,,მივალალებენ“?
  5. როგორი გზა აურჩევია მხედარს? („მერანი“)
  6. როგორია ლექსის შექმნის ისტორია? („მერანი“)
  7. რა მოჰყვება „განწირულის სულისკვეთებას“? („მერანი“)
  8. რა კითხვა ჩაესმის პოეტს გამუდმებით და რა შინაგანმა გაორებამ იჩინა თავი? („ხმა იდუმალი“)
  9. რას ნიშნავს „ყმაწვილის ბრმა სარწმუნოება“?(„სულო ბოროტო“)
  10. რა დაპირებებით უცდუნებია ბოროტ სულს პოეტი? („სულო ბოროტო“)
  11. როგორ მოვიხსენიოთ ლექსის ლირიკული გმირი ?- გამარჯვებულად, დამარცხებულად , თავგანწირულად, თუ...
  12. როგორია ლირიკული გმირის განწყობა? („სულო ბოროტო“)
  13. განსაზღვრეთ ლექსის ძირითადი მოტივი.
  14. შუა საუკუნეების ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, ბოროტება უარსოა, ე. ი. იგი ღვთისგან არ არის  დაბადებული(გაიხსენეთ რუსთაველი:,,ღმერთი კარგსა მოავლინებს  და ბოროტსა არ დაჰბადებს“).იზიარებს თუ არა ამ თვალსაზრისს,,სულო ბოროტოს“ ავტორი?
  15. რას ეძებს პოეტი უდაბნოში მდგარ ტაძარში და რა მსხვერპლი გაიღო მან? („ვპოვე ტაძარი“)
  16. როგორ აისახა ლექსში რომანტიზმისთვის დამახასიათებელი შინაგანი გაორება?
  17.  რისი სიმბოლოა უდაბნო? ტაძარი?
  18.  როგორ გესმით,,მუნ გუნდრუკის წილ შევწირავდი წმინდა სიყვაულს“. რა მსხვერპლი გაიღო პოეტმა?
  19. რა ბედი ეწია ღვთის ტაძარს... რას არ უცვლია სახე? („ვპოვე ტაძარი“)
  20. რას გულისხმობს ავტორი სტრიქონში,,და დავალ ობლად ისევ მწირი, მიუსაფარი“?
  21. რას ანიჭებს უპირატესობას პოეტი – სილამაზეს თუ მშვენიერებას?
  22.  რა არის აუცილებელი მარადიული სიყვარულისათვის („რად ჰყვედრი კაცსა“)
  23. რას ემსგავსება „მშვენიერ სულთა“ სიყვარული?

1 comment: