Wednesday, March 26, 2014

1. როგორ სიტყვას ჰქვია სრულმნიშვნელობიანი? დამხმარე?
სიტყვა, რომელსაც დაესმის კითხვა,სრულმნიშვნელობიანია.დამხმარე სიტყვას კითხვა არ დაესმის.
2.როგორ სიტყვას ჰქვია ფორმაცვალებადი? ფორმაუცვლელი?
სიტყვა , რომელიც ფორმას იცვლის  ბრუნების ან უღლების მიხედვით. ფორმაუცვლელია სიტყვა, რომელიც არ იცვლის ფორმას.
3. სიტყვის რა ნაწილს ჰქვია ფუძე?
სიტყვის იმ ნაწილს, რომელსაც ფორმისმცვლელი აფიქსები დაერთვის, ფუძე ჰქვია.
4.რა ეწოდება ფუძეზე დართულ ელემენტს?
 ფუძეზე დართულ ელემენტს  აფიქსი( სართი) ჰქვია.
5.რა ჰქვია თავში დართულ აფიქსს? ბოლოში დართულს?
თავში დართულ აფიქსს პრეფიქსი( თვსართი) ჰქვია. ბოლოში დართულს- სუფიქსი( ბოლოსართი).
6. როგორ აფიქსს ჰქვია მიმოსახრელი? წარმომქმნელი?
 მიმოსახრელი აფიქსი სიტყვას  ფორმას უცვლის( ბრუნვის ნიშნები). წარმომქმნელი აფიქსები- მნიშვნელობას.
7. რამდენი მეტყველების ნაწილია ქართულში? ათი.
8. როგორი მეტყველების ნაწილია არსებითი სახელი?ფორმაცვალებადი და სრულმნიშვნელობიანი სიტყვა, რომელიც აღნიშნავს საგანს.
9.რას ჰქვია ბრუნება?დაბოლოებათა მიხედვით სახელის შვიდნაირად ცვლას  ბრუნება ეწოდება.
10.რამდენი ბრუნვაა  ქართულში? შვიდი
11. რომელი ბრუნვის ნიშანს შეიძლება დაერთოს სავრცობი?
მიცემითში, რათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში ბრუნვის ნიშანს შეიძლება დაერთოს  ა  ხმოვანი, რომელსაც სავრცობი ჰქვია.
12 ჩვეულებრივ მეტყველებაში რა შემთხვევაში იხმარება სავრცობი? სამ შემთხვევაში:
1) როცა  აღნიშნულ ბრუნვებში დართულ სახელს  და   ან  თუ  კავშირი მოსდევს(მთას- და ბარს );2)როცა  ნათესაობიშში დასმული მსაზღვრელი მეორე ადგილზე დგას( აკაკი წერეთლ-ის-ა); 3)როცა ბრუნვის ფორმას ც ნაწილაკი დაერთვის  ( ამხანაგს-ა-ც)
13. რამდენგვარია სახელები ფუძეთა დაბოლოების მიხედვით?ორგვარი- ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი.
14. რომელ ბრუნვაში უნდა დავსვათ სახელი , რომ  მოვნახოთ მისი ფუძე? მოთხრობითში, ჩამოვაშოროთ ბრუნვის ნიშანი და რაც დარჩება , ის იქნება  ფუძე( კაც-მა     მზე-მ)
15.როგორ ფუძეს ჰქვია სრული? უსრული? სრულია, თუ ხმოვანი არ აკლია( ირემ-მა) უსრულია , თუ ხმოვანი აკლი( ირმ-ის)
16.რას ჰქვია ფუძის კუმშვა? მხოლობითი რიცხვის  რამდენ ბრუნვაში ხდება  კუმშვა  და რომელი ხმოვნები  ვარდება ფუძიდან? 
ფუძიდან ხმოვნის ამოღებას კუმშვა ჰქვია. კუმშვა მხ. რიცხვის სამ ბრუნვაში ხდება: ნათესაობითში, მოქმედებითსა და ვითარებითში. ფუძიდან ვარდება  ა, ე, და ო ხმოვნები . ხმოვანი ზოგჯერ სუსტდება და მის  ადგილას  ჩნდება  თანხმოვანი( მაწნი- მაწნის)
17. .რას ჰქვია ფუძის კვეცა?მხოლობითი რიცხვის  რამდენ ბრუნვაში ხდება  კვეცა  და რომელი ხმოვნები   იკვეცება?
 ფუძის ბოლო ხმოვნის ჩამოშორებას  კვეცა ჰქვია.  მხ. რიცხვის 2 ბრუნვაში ხდება( ნათესაობითსა და მოქმედებითში) ფუძეს ეკვეცება  ა  , ე  ხმოვნები. მრავლობითში  ა შეკვეცილია შვიდივე ბრუნვაში, არ იკვეცება. მთა-მთ-ები  დღე- დღე-ებ-ი.
18.რამდენი რიცხვი აქვს სახელს ქართულში?   ორი- მხოლობითი და მრავლობითი.
19.რამდენგვარია მრავლობითი რიცხვის ფორმათა წარმოება? ორგვარი  : ებიანი და ნარ-თანიანი
20.რამდენ ბრუნვაში აწარმოებს  -ებ სუფიქსი მრავლობითს? ნ  სუფიქსი? თ  სუფიქსი?გარდა რიცხვისა , რას აღნიშნავს თ ბოლოსართი?  ებ სუფიქსი  შვიდივე ბრუნვაში აწარმოებს, სუფიქსი -ორში( სახელობითი და წოდებითი) სუფიქსი სამში( მოთხრობითი, მიცემითი, ნათესაობითი).
21.როგორ უნდა გავიგოთ , რომელ ბრუნვაშია  თანიან მრავლობითში დასმული სახელი?
უნდა ჩავანაცვლოთ ებიანი ფორმა  ( კაცთა თქვეს-კაცებმა თქვეს).
22. რომელ სახელებს  არა აქვთ მრავლობითი რიცხვის ფორმები?
 მრავლობითი არ აქვთ: 1) საკუთარ სახელებს; ბ)აბსტრაქტულ სახელებს; გ)ნივთიერებათა სახელებს; დ) მოქმედების არსებით სახელებს( ჭრა, კერვა)
 23. როგორ სიტყვას ჰქვია საზოგადო არსებითი სახელი?
სიტყვას, რომელიც მრავალ ერთნაირ საგანს აღნიშნავს, საწოგადო სახელი ჰქვია.
24.რამდენგვარია არსებითი სახელები ფუძეთა დაბოლოების მიხედვით? ორგვარია:ხმოვანფუძიანი, თანხმოვანფუძიანი .
25. როგორ სახელს ჰქვია კუმშვად- კვეცადი? სახელი, რომლის ფუძე ერთდროულად  იკვეცება და იკუმშება, კუმშვად-კვეცადია.
26.რომელ ბრუნვებში ხდება კუმშვა და კვეცა ერთდროულად? მხ. რიცხვის  სამ და ებიანი მრავლობითის შვიდივე ბრუნვაში. ( მოყვარე, პეპელა, ქარხანა, ტომარა, ფანჯარა, ქვეყანა ბეგარა)
27. რატომ არის თავისებური არსებითი სახელი-   ამბავი, ღვინო,  თვალი, წელი,   ფერი ბერი კარი ?
 ამბავი - ამბ- ის (  ავ)   ღვინო- ღვინ-ის( ო)  ბეჭდის თვლის - კაცის თვალ-ის , ხუთი  წლის  - წელ-ის ტკივილი, კარ-ის   -  ჭიშკრ-ის.
28.   წოდებით ბრუნვაში დასმულ   სახელს  რა შემთხვევაში  დაერთვის  ო   და  რა შემთხვევაში   -ვ?
თუ საზოგადო არსებითი  სახელი თანხმოვანფუძიანია   ან   ერთმარცვლიანი ხმოვანფუძიანია  დაერთვის --ო ( არწივ-ო  მზე-ო   ხე-ო) ; თუ ხმოვანფუძიანია, დაერთვის - ვ  (  დედა(ვ) ).
საკუთარი არსებითი სახელებია: ადამიანთა სახელები, გვარები, ფსევდონიმები, ზედმეტსახელები., გეოგრაფიული სახელები( მთები, ზღვები, მდინარეები..) წელიწადის დროები, თვეების , კვირების, დღეების სახელები, ციური სხეულების სახელები ნ ნაწარმოებების დაწესებულებების ჟურნალ-გაზეთების სახელები.


29.  რამდენგვარია ადამიანთა საკუთარი სახელები ფუძეთა დაბოლოების მიხედვით?
ორგვარი-ხმოვანფუძიანი და თანხმოვანფუძიანი
30. რით განსხვავდება ადამიანის საკუთარი სახელების ბრუნება  სათანადო ფუძის  საზოგადო არსებითი სახელების ბრუნებისგან?  არ იკუმშება, არ იკვეცება, არ დაერთვის წოდებითი ბრუნვის ნიშანი, არ აქვს მრავლობითი რიცხვი.
31. რა და რა დაბოლოების გვარები გჰხვდება ქართულში? -შვილი, - ძე,  -ია, -უა, -ვა , იან,
32.რომელი გვარებია კუმშვადი? მაჩაბელი, წერეთელი
33. რომელი გვარებია  მხოლობითში  კვეცადი და მრავლობითში -უკვეცელი? -ძეზე დაბოლოებული გვარები(  ძნელაძ-ის  ძნელაძე-ებ-ი).
34. რომელი გვარებია მხოლობითში უკვეცელი და მრავლობითში კვეცადი?-ია, -უა, -ვა -ზე დაბოლოებული გვარები ( ჩაჩავა-თი -   ჩაჩავ-ებ-ი).
35.როგორ იბრუნვის სახელი და გვარი ერთად?თუ სახელი წინ უსწრებსგვარს,  ფუძის სახით არის ყველა ბრუნვაში( მარიამ  ბერაძე,  ირაკლი წერეთელი)
36. სიების შედგენისას  რომელი იწერება პირველად და როგორ უნდა ვიხმაროთ საკუთარი სახელი?
 ჯერ იწერება გვარი , შემდეგ-სახელი ფუძისეულად ( ავალიანი თამარ).
37. როგორი მეტყველების ნაწილია თანდებული?ფორმაუცვლელი, დამხმარე .
38.რომელია თანდებულიანი ბრუნვები? უთანდებულო?თანდებულიანი ბრუნვებია: სახელობითი, მიცემიღი, ნათესაობითი, მოქმედებითი, ვითარებითი.
38.რომელი  თანდებული დაერთვის სახელობითის ფორმას და რა შემთხვევაში?-ვით თანდებული  დაერტვის მხოლოდ თანხმოვანფუძიან სახელს ( ვეფხვ-ი-ვით).
39.რომელი თანდებულები დაერთვის მიცემითის ფორმას? -ვით, -თან,- ზე, -ში.
40. რა შემთხვევაში უნდა ვიხმაროთ გან თანდებული და რაშემთხვევაში- დან ?
-გან   თანდებულიან ფორმას დაესმის კითხვები: ვისგან? რისგან?
გან-დან-  დაესმის კითხვები  საიდან , რა დროიდან?

2 comments:

  1. რა ხერხს მივმართავთ სახელის ფუძის მისანახად?

    ReplyDelete
  2. რომელ ბრუნვაში იკუმშვება სახელის ფუძე?

    ReplyDelete